როგორც ბელგიელმა განაცხადა, პარიზული გუნდი მის უახლოეს გეგმებში არ შედის და "ჩელსიდან" მაშინ წავა, როდესაც სათამაშო ფორმას აღიდგენს, გუნდისთვის კი უფრო პროდუქტიული იქნება.
25 წლის აზარს პრობლემური სეზონი ჰქონდა და "სტემფორდ ბრიჯიდან" წასვლა არ უნდა, მით უმეტეს, უფერულად. საფრანგეთის ჩემპიონი ედენს დიდი ხანია უტრიალებს, მაგრამ როგორც ჩანს, პსჟ-ს კიდევ მოუწევს დაცდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"