53 წლის სპეციალისტის სანაცვლოდ მერსისაიდელებმა "საუთჰემპტონს" კომპენსაციის სახით 5 მილიონი გირვანქა გადაუხადეს. როგორც ამბობენ, "ევერტონის" ახალი მფლობელი ფარჰად მოშირი კუმანს წელიწადში 6 მილიონ გირვანქას გადაუხდის.
ლივერპულელთა თავმჯდომარედ კი გუნდის ექსმფლობელი ბილ კენრაიტი რჩება, რომელიც ძალიან ბედნიერია კუმანის მისვლით.
"იგი ჩვენი ნომერ პირველი სამიზნე გახლდათ. კუმანი პატივსაცემი ფიგურაა და უდიდესი გამოცდილება აქვს, როგორც ფეხბურთელსა და როგორც მწვრთნელს. მას ყველა ის თვისება აქვს, რითაც ჩვენ ახალ მწვრთნელს ვეძებდით და ვარჩევდით"
"ეს არის გუნდი, რომელსაც დიდი ისტორია და ამბიციები გააჩნია. იმედი მაქვს, წარმატებული თანამშრომლობა გამოგვივა" - განაცხადა კუმანმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"