წყაროს ცნობით, სომეხი ჰავბეკი "წითელ ეშმაკებთან" ოთხწლიან ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში გააფორმებს, რის თანახმადაც, ახალ კლუბში წლიურად 12 მლნ ევროს მიიღებს. ტრანსფერის ფასი კი 32-36 მლნ ევროს ფარგლებში განისაზღვრება.
თავის მხრივ, დორტმუნდელები აქტიურად ეძებენ ახალ ნახევარმცველს. მათი მთავარი სამიზნე კი ანდრე შიურლეა "ვოლფსბურგიდან", თუმცა კლუბს გერმანიის ნაკრების მოთამაშის გასხვისების დიდი სურვილი აშკარად არ აქვს.