25 წლის ავსტრალიელმა ფეხბურთელმა "ქალაქელებთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"აარონი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ის ფლობს თვისებებს, რომელთა სტიმულირებას და განვითარებას შევეცდებით.
აარონის გადასვლა "მანჩესტერ სიტისში" მოგვცემს საშუალებას, მომავალში მისი პოტენციალი გავხსნათ და პროფესიულ ზრდას შევუწყოთ ხელი", - თქვა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ბრაიან მარვუდმა.
აქვე გეტყვით, რომ "სიტის" ავსტრალიელი ფეხბურთელები - ლუკ ბრეტენი და ენტონი კასერესი იჯარის წესით "მელბურნში" გადავლენ.
გასულ სეზონში აარონ მუიმ ავსტრალიის ჩემპიონატში 26 მატჩი ჩაატარა, სადაც 11 გოლი გაიტანა.
მომზადებულია