"გპირდებით, როცა საჭირო იქნება, ფეხბურთელებს მოვეფერები და უკანალზე მოვცხებ, როცა ამის საჭიროება იქნება. ასე ჩვენ წარმატების გზას დავადგებით. ჩემი პრიორიტეტი კარგი გუნდური სულის ჩამოყალიბება და თამაშია. ფეხბურთელების დიდ ნაწილს კარგად ვიცნობ და ვიცი მათი შესაძლებლობები, თუმცა წარსული წარსულია", - განაცხადა გვარდიოლამ, რომელმაც თავის ერთ-ერთ ასისტენტად ესპანელი მიკელ არტეტა დანიშნა. ამ უკანასკნელმა "არსენალში" ასპარეზობა დაასრულა და ფეხბურთის თამაშსაც დაემშვიდობა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ "სიტის" რიგები ესპანელმა ნოლიტომ შეავსო.
(იბეჭდება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"