"ბარსელონას" თავდამსხმელი
ლიონელ მესი უკვე დიდი ხანია, რაც ესპანეთში თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობს, არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკის 2016-ის ფინალში დამარცხებისა და ესპანური სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი, რომელმაც პირობითად 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, სულაც დეპრესიაში ჩავარდა, - წერს Cadena COPE.
წყაროს ცნობით, არგენტინელ ფორვარდს შვება ვერც კატალონიური კლუბის მიერ მის მხარდასაჭერად წამოწყებულმა კამპანიამ მოჰგვარა. მესის ვითარების შეცვლა სურს და აღარ აპირებს "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას, რომელიც 2018 წლის ზაფხულში იწურება.
ამ ყველაფერს წინ უძღოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მესის მამამ შეხვედრა ლონდონის "ჩელსის"
მფლობელ რომან აბრამოვიჩთან გამართა, თუმცა ძალიან საეჭვოა, "ბარსელონა" თავის ლიდერს ამ ზაფხულსვე შეელიოს.
მესის არგენტინაში ურყავენ და მადეირაზე რასაც უზავენ უკვე ვიცი :D