22 წლის ფორვარდი "დეზებში" "ალკმაარიდან" 17 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ გადავიდა. მან "ერედივიზიონის" გასულ სეზონში 27 გოლის გატანა მოახერხა და უკვე ნაკრებშიც მოიკიდა ფეხი. "ნარინჯისფერთა" მაისურით იანსენმა სადებიუტო შეხვედრაშივე გაუტანა ინგლისს, სულ კი უკვე 5 სანაკრებო შეხვედრა დააგროვა და 3 ბურთის შეგდებაც მოასწრო.
ლონდონელებმა იანსენისთვის ბრძოლაში პსჟ-ს, "ვოლფსბურგსა" და კიდევ რამდენიმე გუნდს აჯობეს. ჰოლანდიელი "ტოტენჰემის" მეორე შენაძენია "საუთჰემპტონიდან" 11
იანსენისთვის გასული სეზონი ჰოლანდიის ჩემპიონატში სადებიუტო გახლდათ და მას ნახსენები 27 გოლი და მთლიანობაში შესანიშნავი თამაში იოჰან კრუიფის სახელობის ჯილდოს მოგებაში დაეხმარა, ანუ ის ერედივიზიონის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
"ეს ჩემს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მიხარია, რომ ასეთ დიდ გუნდში გადმოვედი და ყველანაირად შევეცდები, შესაძლებლობები გამოვავლინო და "ტოტენჰემს" მიზნების მიღწევაში დავეხმარო" - თქვა იანსენმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"