"მანჩესტერ სიტიმ" ძალიან უცნაური ტრანსფერი გააფორმა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" და "სოსიედადმა" მეკარის ტრანსფერი სამმაგი გამოსყიდვის უფლებით გააფორმეს.

"სოსიედადის" არგენტინელი მეკარე ჯერონიმო რული "მანჩესტერ სიტიში" გადავა. ამასთან ერთად, გარიგება რამდენიმე უჩვეულო ნიუანსს ითვალისწინებს, იტყობინება Cadena SER.

"ქალაქელები" მეკარეში 9 მილიონ ევროს გადაიხდიან და იჯარით "სოსიედადში" გაუშვებენ. საიჯარო დროის გასვლის შემდეგ კი "სოსიედადმა" ვალდებულების სახით უნდა გამოისყიდოს მეკარე 7 მილიონ ევროდ, ხოლო ერთი წლის შემდეგ "სიტის" აქვს უფლება, ტრანსფერი 14 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.

ამავე დროს, სხვა კლუბებისთვის რულის ტრანსფერის ღირებულება 40 მილიონი ევრო იქნება, "სიტი" კი ტრანსფერის თანხიდან 30
პროცენტს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბაჩო საღოლ :დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
ლუკა
14:31 14-07-2016
0
ეგ არის ფინანსური პირამიდა
მიტო
14:33 14-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული