აგენტის თქმით, თუ ლონდონელებს მისი კლიენტის გაშვება ენდომებათ, მზადაა, ყველა შეთავაზება განიხილოს, მათ შორის - ნეაპოლურიც.
"დღეს ჟირუ "არსენალის" ფეხბურთელია. თუ კლუბის ხელმძღვანელობა წასვლას სთხოვს, კარიერის გასაგრძელებლად ყველა ვარიანტს განვიხილავთ.
ჟირუს ნეაპოლის არ ეშინია, ის ულამაზესი ქალაქია, თანაც, ჟირუ იმ სტილის ფორვარდია, რომელიც"ნაპოლის" კარგად მოუხდებოდა. ჟირუ მწვრთნელ მაურისიო სარისაც კარგად გაუგებდა", - განაცხადა აგენტმა.