ოლივიე ჟირუს აგენტი: ჩემი კლიენტი "ნაპოლის" კარგად მოუხდებოდა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ფრანგ ფორვარდ ოლივიე ჟირუს აგენტი იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, "ნაპოლის" ფორვარდი გონსალო იგუაინი, შესაძლოა, "არსენალში" გადავიდეს, ჟირუ კი - "ნაპოლიში".

აგენტის თქმით, თუ ლონდონელებს მისი კლიენტის გაშვება ენდომებათ, მზადაა, ყველა შეთავაზება განიხილოს, მათ შორის - ნეაპოლურიც.

"დღეს ჟირუ "არსენალის" ფეხბურთელია. თუ კლუბის ხელმძღვანელობა წასვლას სთხოვს, კარიერის გასაგრძელებლად ყველა ვარიანტს განვიხილავთ.

ჟირუს ნეაპოლის არ ეშინია, ის ულამაზესი ქალაქია, თანაც, ჟირუ იმ სტილის ფორვარდია, რომელიც"ნაპოლის" კარგად მოუხდებოდა. ჟირუ მწვრთნელ მაურისიო სარისაც კარგად გაუგებდა", - განაცხადა აგენტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული