ლონდონის "ჩელსი": კონტეა თუ ლენინი

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიმ" ახალი მთავარი მწვრთნელი, იტალიელი ანტონიო კონტე წარადგინა, რომელმაც ახლახან იტალიის ნაკრებთან ერთად ევრო 2016-ზე იასპარეზა.

"სტემფორდ ბრიჯზე" ახალი ხანა იწყება, ანტონიო კონტეს ერა. 46 წლის იტალიელი სამი სიტყვით აკონკრეტებს მის უახლოეს გეგმას: "შრომა, შრომა და შრომა".

"ძალიან დიდ ემოციებში ვარ, მიხარია, რომ "ჩელსიში" ვიწყებ. აქ დიდებულია, ამაყი ვარ, რომ ამხელა პატივი მხვდა წილად. წლეულს ძალიან დიდი ბრძოლა გაჩაღდება პრემიერლიგაში. იმედი მაქვს, რომ ბოლოს ტიტული ჩვენ დაგვრჩება. დიახ, "ჩელსის" შანსებს ნაკლებად განიხილავენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაპერწკლისგან ალი აინთება.
ჩემი დევიზია - შრომა, შრომა, შრომა".

ანტონიო კონტემ დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერა 2006 წელს დაიწყო "არეცოში". შემდეგ იყო "ბარი", "ატალანტა" და "სიენა". დიდ წარმატებას მან "იუვენტუსში" მიაღწია, სადაც 2011 წელს გადავიდა. 2014 წლიდან კონტე იტალიის ნაკრების თავკაცი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა შუაშია ლენინი, რას ბოდავთ?
franio
28 ივლისი 2016 23:43
0
ლენინის დევიზი იყო "სწავლა, სწავლა და კვლავ სწავლა".... :)))))))))))
გულშემატკივარი
15 ივლისი 2016 14:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული