The Sun-ის ინფორმაციით, "სტოკ სიტის" შვეიცარიელი ნახევარმცველით პირადად დორტმუნდელთა მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელია დაინტერესებული.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამხელა თანხას შესთავაზებენ გერმანელები ინგლისელებს შვეიცარიელის სანაცვლოდ. შეგახსენებთ, რომ შაქირი ინგლისურ კლუბში მილანის "ინტერიდან" 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.