იგი წინა სეზონშიც სულ ამას იმეორებდა, სანამ მისი გუნდი 40-ქულიან ნიშნულს ასცდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ "მელიები" ჩემპიონთა ლიგის ზონაში ტრიალებდნენ. თუ, როგორ დასრულდა ყველაფერი, კარგად ვიცით.
"ჩვენი მიზანი მომავალ სეზონში? 40 ქულის მოგროვება. მერე შეგვეძლება ათეულზე ფიქრი, შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ზონაზე და ამის მერე კიდევ ერთი თასის აღმართვაზე.
ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს. პრემიერლიგაში ახალი მწვრთნელები და ფეხბურთელები
ჩვენ საკუთარი ძალა უნდა გამოვაჩინოთ. ყველა ელოდება, როგორ ვითამაშებთ. არავითარ შემთხვევაში არ დავნებდებით. კანტე? ნ'გოლოს ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე შევთავაზეთ ახალი კონტრაქტი. მისით წამყვანი კლუბები არიან დაინტერებულნი და ყველაფერი თავად კანტეზეა დამოკიდებული" - განაცხადა რანიერიმ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"