ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "მანჩესტერში" მე ღმერთი ვიქნები!

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამ კლუბის ლეგენდის, ერიკ კანტონას სიტყვებს გამოეხმაურა და ალბათ, ადვილად ხვდებით, რომ იბრაკადაბრას საკადრისი პასუხის გაცემა არ გაუჭირდებოდა. თუმცა მის სიტყვებამდე ისიც გავიხსენოთ, თუ რა თქვა კანტონამ.

"ზლატან იბრაჰიმოვიჩ, "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა შენს კარიერაში საუკეთესო ნაბიჯია. თუმცა "მანჩესტერში" მხოლოდ ერთი მეფეა, თუ გინდა, პრინცი იყავი. ასევე, თუ გსურს, მე-7 ნომერი შენი იყოს, თუ ამ მაისურით დაინტერესებული ხარ, ეს ჩემი საჩუქარია. მეფე წავიდა! გაუმარჯოს პრინცს!" - განაცხადა კანტონამ.

"გავიგე, რაც თქვა კანტონამ, ერიკით ყოველთვის აღფრთოვანებული
ვიყავი, მაგრამ მინდა მან იცოდეს, რომ მე "მანჩესტერის" მეფობას არ ვაპირებ. მანჩესტერში მე ღმერთი ვიქნები" - თქვა ზლატანმა.

***
"მანჩესტერ იუნაიტედი" პოლ პოგბას არ ეშვება და არ ივიწყებს. ბოლო ცნობებით, "წითელმა ეშმაკებმა" ტურინის "იუვენტუსს" გაუმჯებესებული წინადადებით მიმართეს და მზად არიან, 125 მილიონი ევრო გადაიხადონ. "ბებერ ქალბატონს" მაინც ცოტა მეტის გამომუშავება უნდა, რადგან ამ თანხიდან 90-95 მილიონის გონსალო იგუაინში დახარჯვას აპირებს. "პიპიტა" "ნაპოლის" მიერ 96 მილიონადაა შეფასებული.

პოგბას აგენტი მინო რაიოლა კი ამჟამად სწორედ მანჩესტერში ყოფილა და "იუნაიტედთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს. ვთქვათ ისიც, რომ კლუბებს შორის ჯენტლმენური შეთანხმების მიხედვით, რაიოლას ჰონორარი ფრანგის ფასის 20% იქნება…

"ოლდ ტრაფორდის" ბინადრები აპირებენ, რომ პოლ პოგბასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმონ და გამორჩეულ "მამლაყინწას" წელიწადში 12 მილიონი ევრო გადაუხადონ.

***
ამასობაში "მანჩესტერ იუნაიტედი", ჟოზე მოურინიოს მეთაურობით, შანჰაიში გაფრინდა. პორტუგალიელმა მწვრთნელმა 25 ფეხბურთელი იახლა ჩინურ ტურნეზე. გუნდთან ერთად არიან ევრო 2016-ის მონაწილეებიც: უეინ რუნი, მარკუს რაშფორდი და დავიდ დე ხეა. ჩინეთში "წითელ ეშმაკებს" "დორტმუნდთან" და "მანჩესტერ სიტისთან" მოუწევთ ბრძოლა.

ჩინეთში არ წასულა ზლატან იბრაჰიმოვიჩი. როგორც ადრე იყო ნათქვამი, "მანჩესტერის" ახალ "ღმერთს" ერთით მეტი კვირით დასვენების უფლება მისცეს. ჩინეთში წავიდნენ მეკარეები: დე ხეა, რომერო, ჯონსტონი; მცველები: ბაილი, ბლინდი, ჯონსი, მაკნეირი, როხო, შოუ, სმოლინგი, ტუანზები, ვალენსია; ნახევარმცველები: კერიკი, ერერა, იანუზაი, ლინგარდი, მატა, დეპაი, მხითარიანი, პერეირა, იანგი; ფორვარდები: კინი, რაშფორდი, რუნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
იქნებ ვინმემ იცოდეს: მოიზესს, ან ვან გაალს აკრძალული ჰქონდათ ვარსკვლავების ყიდვა?
პენსიონერი
13:13 20-07-2016
0
მანჩესტერში იბრა ვერც ღმერთი ვერ იქნება და ვერც მეფე... საფრნგეთში წარმატებული მხოლოდ იმიტომ იყო რომ ლიგა-1 მარტო ერთი მაღალი დონის გუნდია პსჟ!ჩემპიონთა ლიგაზე ცოტა სერიოზულ გუნდთან როგორც კი ითამაშა პსჟ-მ იბრა საერთოდ არ ჩანდა და გოლიც არ გაუტანია... აგერ მალე გამოჩნდება რას იზამს მისტერ იბრაგადაბრა პრემიერ ლიგაში!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული