40 მილიონი რიად მაჰრეზში - როცა ერთგულება აღარ არსებობს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, რიად მაჰრეზში 40 მილიონი გირვანქა გადაიხადოს, მაგრამ "ლესტერს" ალჟირელი, რომელთან კონტრაქტიც 2019 წლამდე აქვს, 45 მილიონზე ნაკლებად არ ეთმობა.

მაჰრეზს "ბარსელონას", "რეალს", "არსენალს", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და სხვა კლუბებსაც უკავშირებდნენ, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად "სიტი" აქტიურობს და ამხელა თანხის გადამხდელები მხოლოდ "ქალაქელები" ჩანან.

"მელიებს" კი ლიდერისა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის დაკარგვა დიდად არ უნდათ, თანაც ნ'გოლო კანტეს წასვლის მერე, მაგრამ დიდწილად ეს თავად მაჰრეზზეა დამოკიდებული და ლესტერშირელები იმას მაინც შეეცდებიან, რომ რაც შეიძლება დიდ თანხას გამორჩნენ.

ამასობაში,
ჩარლი ადამი ზაფხულის შესვენების დროს ექსპერტობს და მაჰრეზს ურჩევს, "ლესტერიდან" წავიდეს და უფრო დიდი რესურსისა და შესაძლებლობების კლუბში ჩაირიცხოს, რაც მას კიდევ უფრო დიდი წარმატებების მიღწევაში დაეხმარება.

"მაჰრეზის ადგილას "ლესტერიდან" წავიდოდი, რადგან თანამედროვე ფეხბურთში აღარ არსებობს ცნება ერთგულება. რიადმა მისთვის მომგებიანი ნაბიჯი უნდა გადადგას" - თქვა ადამმა.

შეგახსენებთ, რომ სათუოა კლუბის კიდევ ერთი ლიდერის, ჯეიმი ვარდის საკითხიც. მოკლედ, ჩემპიონატის დაწყებამდე ჩემპიონისგან საჩემპიონო შემადგენლობა შეიძლება აღარც დარჩეს. შესაძლოა, კლაუდიო რანიერის მართლაც გაუჭირდეს "იმ" 40 ქულის მოგროვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თქვენ რომ უკეთესს სამსახურს გთავაზობდნენ უკეთესი ხელფასით და უკეთესი პერსპექტივით დარჩებოდით იმ ძველ სამსახურში ერთგულების გამო???
status quo-s
15:41 20-07-2016
0
თანამედროვე ფეხბურთში არ არსებობს ერთგულების ცნება,მერე ოჯახში არ იარსებებს ერთგულების ცნება,მერე არც სამშობლოსადმი ერთგულების ცნება იარსებებს... საით მივდივართ?
status quo
14:39 20-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული