"მიდლსბრო" - ყოჩაღი დებიუტანტი საქმეს შეუდგა

AutoSharing Option
გასტონ რამირესი მომავალი სამი წლის განმავლობაში "მიდლსბროს" ფეხბურთელი იქნება. ურუგვაელმა წინა სეზონის მეორე ნახევარი ისედაც იორკშირულ გუნდში გაატარა და "ბოროს" პრემიერლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა.

იგი "რივერსაიდზე" "საუთჰემპტონიდან" გახლდათ განათხოვრებული. მას "წმინდანებთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და "მიდლსბროში" უფასოდ ჩაირიცხა. რამირესს სერია A-ში კარგი პერიოდის მერე, "სენტ მერიზე" თამაში არ გამოუვიდა და ახლა "ბოროსთან" ერთად კიდევ ერთი შანსი ეძლევა, რომ ინგლისის ჩემპიონატში საკუთარი პოტენციალი გამოავლინოს.

ზოგადად, "ბორო" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ აქტიური რომ არის, მოგეხსენებათ. აიტორ კარანკას ახალი სეზონის დაწყებამდე მაქსიმალურად სურს გაძლიერება და
უკვე რამდენიმე მოთამაშე დაიმატა კიდეც.

კიდევ ერთი ახალწვეული ალვარო ნეგრედო უნდა გახდეს, რომელსაც ინგლისში თამაშის გამოცდილება აქვს. იგი "სიტიში" ბურთაობდა და არცთუ ურიგოდ, მაგრამ საბოლოოდ კონკურენციას ვერ გაუძლო, ბოლომდე არ ენდნენ და წამოვიდა.

იორკშირელები ესპანელ ფორვარდს "ვალენსიიდან" ინათხოვრებენ, ერთი წლის მერე გამოსყიდვის პერსპექტივით. იგი დაახლოებით 10 მილიონ გირვანქად ფასდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული