პორტუგალიელმა სპეციალისტმა ლიონელ მესი, დიეგო მარადონა და პელე დაასახელა.
უცნაურია, რომ მოურინიოს საუკეთესო სამეულში ვერ მოხვდა მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანო რონალდო, რომელთანაც ჟოზემ 3 წელი იმუშავა, 2013 წელს კი შემდეგი განაცხადა: "რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და, შესაძლოა, ყველა დროისაც".