თუ მოთამაშე აგრესიულად გამოხატავს უკმაყოფილებას, მიირბენს მსაჯთან, იკამათებს, მით უმეტეს, მას შეეხება, თუნდაც ყურადღების მიქცევის მიზნით ან უყვირებს, არბიტრებს თავისუფლად შეეძლებათ როგორც ყვითელი, ასევე წითელი ბარათის ჩვენება ასეთი მოთამაშეებისთვის.
ერთი შეხედვით, წესები აქამდეც ასეთი გახლდათ, მაგრამ რეალურად ინგლისის ჩემპიონატის მსაჯები ამიერიდან მეტ თავისუფლებას იღებენ, ხოლო ფეხბურთელები პირიქით, უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ, სანამ არბიტრთან კამათს გადაწყვეტენ და ემოციების მოთოკვაზე უნდა იმუშაონ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"