ჩინეთში დღეს გასამართი "მანჩესტერ იუნაიტედი"-"სიტის" მატჩი უამინდობის გამო გადაიდო

AutoSharing Option
სეზონისწინა ამხანაგურ ტურნირში, "ჩემპიონთა საერთაშორისო თასის" ჩინურ ჯგუფში დღეს გასამართი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" შეხვედრა გადაიდო. პეკინში დაგეგმილი მატჩის ჩაშლის მიზეზი უამინდობა გახდა. ამის შესახებ "იუნაიტედის" ოფიციალური საიტი იუწყება.

აღსანიშნავია, რომ ამ ამხანაგურმა მატჩმა განსაკუთრებული დაინტერესება მთელ მსოფლიოში გამოიწვია, რისი მიზეზიც გუნდების ვარსკვლავური მწვრთნელებია. ხოსეპ გვარდიოლა და ჟოზე მოურინიო ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად უნდა დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს.

ВВС-ის ცნობით, მოურინიომ ძლიერი წვიმისგან წამხდარ გაზონს საშინელი უწოდა, გვარდიოლამ კი შეშფოთება ფეხბურთელთა ტრავმიანობის მაღალი რისკის გამო გამოთქვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული