"ბრიტანიის" ბინადრებმა "ალ აჰლიდან" ნიჭიერი ეგვიპტელი ფეხბურთელი რამადან სობჰი დაიმატეს.
19 წლის მოთამაშე, ბონუსების ჩათვლით, გუნდს საბოლოოდ 5 მილიონი ფუნტი უნდა დაუჯდეს. რამადანს მშობლიურ კლუბში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა და მან აქამდე "ალ აჰლიში" 71 მატჩის ჩატარება მოასწრო.
მარკ ჰიუზის გუნდის მეორე შენაძენი ჯო ალენი გახდა,
ალენის უკან მიბრუნება მის ყოფილ გუნდ "სუონსის" სურდა, სადაც მან მოიპოვა კიდეც პოპულარობა და სადაც მშვენივრად ბურთაობდა, მაგრამ როგორც ჩანს, "სტოკის" ვარიანტი მას უფრო ხიბლავს.
სხვათა შორის, ალენმა წინა სეზონში ცოტა ითამაშა. ამის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატზე იმდენად კარგი გახლდათ, რომ ევრო 2016-ის სიმბოლურ ნაკრებშიც კი მოხვდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"