აღსანიშნავია, რომ შვედი ფორვარდი ინგლისელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ შეუერთდა. ამ ყველაფერს თავად იბრაჰიმოვიჩიც ვარაუდობდა, რომელმაც შემდეგი რამ განაცხადა: "ვიცი, პოლ პოგბა ძვირი ღირს, მაგრამ მასში გადახდილ თანხას "მანჩესტერ იუნაიტედი" მალევე ჩემი გაყიდული მაისურებით დაიბრუნებს".
შეგახსენებთ, რომ ინგლისური გუნდი პოგბაში 100-110 მლნ.ევროს იხდის.