ლონდონის "ჩელსი": ანტონიო კონტემ ხმა უკვე დაკარგა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" 68 მილიონ ფუნტს ამზადებს იმისთვის, რომ ერთ დროს მის საკუთრებაში მყოფი რომელუ ლუკაკუ ისევ "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნდეს. როგორც ჩანს, ანტონიო კონტეს ძალიან უნდა თავდასხმის კიდევ უფრო გაძლიერება და ლუკაკუ კარგ ვარიანტად მიაჩნია.

მართალია, "ევერტონსაც" თავისი გეგმები აქვს და "კანფეტებს" 23 წლის თავდამსხმელთან განშორება არ სურთ, მაგრამ თავად ლუკაკუს სიტყვაზეც ბევრი იქნება დამოკიდებული.

"ჩელსი" ალვარო მორატას მიყვანაზეც ფიქრობდა, მაგრამ "ლურჯებისთვის" მათი თანაქალაქელი "არსენალისთვის" და სხვა მსურველებისთვის ცუდი ამბავია ის, რომ "სამეფო კლუბმა", როგორც ჩანს, მორატას გაშვება გადაიფიქრა.

აქცე ისიც
ვთქვათ, რომ კონტემ შესაძლოა, ოსკარს წასვლის უფლება მისცეს. 24 წლის ბრაზილიელს მილანის "ინტერი" ეპატიჟება და "ნერაძური" მზადაა, 30 მილიონი გირვანქა გადაიხადოს.

კონტე ბევრჯერ ვახსენეთ და ერთი ისიც ვთქვათ, რომ მისი ენერგიულობით, შემართებითა და ჟინით, ჯერ სეზონი არ დაწყებულა და ინგლისელი ჟურნალისტები თუ ფანები უკვე აღფრთოვანებულნი არიან.

თავად "კონტისიმემ" კი ვარჯიშებზე უკვე იმდენი იყვირა, რომ უკვე ხმა დაკარგა, რაზეც პრესკონფერენციაზე ისაუბრა… უფრო სწორად, ვერ ისაუბრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კოშტა, რემი, ბაჩუაი, ეხლა ლუკაკუ. რათ უნდათ ამდენი ფორვარდი, თან კოშტასაც არ უშვებენ. გასაგებია 3-5-2 ით ან 4-4-2 ით ითამაშებს და 4 ფორვარდი საჭიროა მარა 4ვე მაღალი დონის?
0
გიჟია. ასეთი მწვრთნელი ნებისმიერ კლუბს "მოხოდავს"
lamps
11:13 02-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული