"ჰალ სიტი": აკრძალული ხილი და სამი კანდიდატი

AutoSharing Option
უელსის ფეხბურთის ასოციაციამ "ჰალ სიტის" ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, კრის კოულმენთან მოლაპარაკების დაწყების უფლება არ მისცა.

46 წლის სპეციალისტი პოსტის დატოვებას არ აპირებს. მით უმეტეს, მან ცოტა ხნის წინათ გააფორმა ასოციაციასთან ახალი ორწლიანი კონტრაქტი, მას მერე, რაც ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა. "ვეფხვებს" ძალიან სურდათ მისი მოწვევა, მაგრამ როგორც ხედავთ, ამ საქმიდან არაფერი გამოდის. თუმცა დანებებას ჰალელები, როგორც ირკვევა, არ აპირებენ და მაინც ცდილობენ, კოულმენი შეაცდინონ მომხიბვლელი წინადადებით. ვნახოთ, რა რეაქცია ექნება ამააზე უელსის ფეხბურთის ასოციაციას.

როგორც იცით, "ჰალი" ცოტა
ხნის წინათ სტივ ბრიუსმა დატოვა კლუბის თანა-თავმჯდომარესთან, ეჰაბ ალამთან დაძაბული ურთიერთობის გამო, მხარეები სატრანსფერო პოლიტიკაზე ვერ შეთანხმდნენ.

ამჟამად სამი რეალური კანდიდატია - "ევერტონიდან" გაშვებული რობერტო მარტინესი, "ვესტ ჰემის" ყოფილი მწვრთნელი ჯანფრანკო ძოლა და ამერიკის ნაკრების ყოფილი თავკაცი ბობ ბრედლი.

"ჰალს" რომ შემადგენლობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ამაზეც ბევრჯერ გვითქვამს. ტრავმიანობა კიდევ უფრო ამუქებს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გუნდს გაძლიერება სჭირდება, მაგრამ სინამდვილეში შესაძლოა, აქეთ შესუსტდეს. "ვეფხვთა" ბანაკიდან წასვლის მთავარი კანდიდატი მოჰამედ დიამეა, რომელსაც "ნიუკასლი" ეპატიჟება. რაფაელ ბენიტესს 29 წლის სენეგალელი ნახევარმცველის თავისთან ხილვა ძალიან უნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული