"ასტონ ვილამ" მწვრთნელად ტიერი ანრის დანიშვნა გადაიფიქრა

AutoSharing Option
ბელგიის ნაკრების მწვრთნელის თანაშემწის ტიერი ანრის "ასტონ ვილას" მენეჯერად დანიშვნა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა და სტივ ბრიუსი გუნდის მწვრთნელად დატოვეს.

სტივ ბრიუსი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და ადრე მიღებული გადაწყვეტილება შეაცვლევინა.

არადა, ანრისთან ბირმინგემული კლუბი კონტრაქტის ყველა დეტალზე იყო შეთანხმებული.

ანრი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ბელგიის
სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

altDaily Star: ტიერი ანრი "ასტონ ვილას" მწვრთნელობას დათანხმდა

altტიერი ანრიმ Sky Sport-ი დატოვა და კონცენტრირება მთლიანად სამწვრთნელო კარიერაზე სურს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული