გვარდიოლას პრიორიტეტები: ჟესუსი არის, სტოუნსიც...

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი სამიზნე კვლავაც ინგლისის ნაკრებისა და "ევერტონის" მცველი ჯონ სტოუნსია. ჯერჯერობით, მხარეები ფეხბურთელის ფასზე ვერ თანხმდებიან.

"ქალაქელებს" იმაზე საგრძნობლად ნაკლების გადახდა სურთ, ვიდრე "კანფეტები" ითხოვენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარალელურად მანჩესტერული კლუბი სხვა ტრანსფერებზე არ მუშაობს. "სიტის" დიდი ინტერესი პატარა გაბრიელ ჟესუსისადმი ასევე ძველი თემაა. ახალი კი ის გახლავთ, რომ ხოსეპ გვარდიოლას გუნდი 19 წლის გარემარბის ხელში ჩაგდებას უახლოვდება. "პალმეირასის" მოთამაშეში პეპის მთავარი შემცილებელი მისი მშობლიური "ბარსელონაა".

როგორც ამბობენ, "ქალაქელებს" უკეთესი შანსები აქვთ და შესათანხმებელი მცირე დეტალებიღა
დარჩა.

ჟესუსი გასული სეზონის ბრაზილიის უმაღლესი ლიგის აღმოჩენად აღიარეს. იგი რიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება, რადგან ნაკრების განაცხადში მოხვდა და საკუთარი დებიუტის მოლოდინშია. მას მერე, რაც "სიტი" გაბრიელს გაიფორმებს, იჯარით ალბათ, ისევ "პალმეირასში" დატოვებს, სანამ ჟესუსს სამუშაო ვიზას მისცემენ.

ახალგაზრდა ტალანტს, ფლანგიდან აქტიურობის გარდა, ცენტრალურ თავდამსხმელადაც მშვენივრად შეუძლია თამაში, რაც გვარდიოლასთვის მნიშვნელოვანია. პეპს ზაფხულში ამ მომენტისთვის 70 მილიონი გირვანქა აქვს ტრანსფერებში დახარჯული.

P. S. გვიან ცნობილი გახდა, რომ "სიტიმ" ჟესუსი 27 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ დაიბევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული