დაიჭირეთ ჟოზე! მოურინიო შვაინშტაიგერის "მასხრად აგდებაში" დაადანაშაულეს

AutoSharing Option
ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი დეიან სტეფანოვიჩი ამბობს, ჟოზე მოურინიო ბასტიან შვაინშტაიგერის "მასხრად აგდებისთვის" პატიმრობას იმსახურებსო.

32 წლის გერმანელი ნახევარმცველი პორტუგალიელმა თავიდანვე აითვალწუნა და ამჟამად 23-წლამდელთა გუნდთან ერთად გაუშვა სავარჯიშოდ. ეს კი, სტეფანოვიჩის აზრით, დაუშვებელია.

"ეს ნამდვილი დაცინვაა. სლოვენიაში მოურინიოს სრული სიმკაცრით გავასამართლებდით და ასეთი დანაშაულისთვის მაქსიმალურ სასჯელს, 3-წლიან პატიმრობას მივუსჯიდით" - ამბობს დეიანი, რომელიც ამავდროულად, იურისტია.

სხვათა შორის, შვაინშტაიგერთან დაკავშირებით "მანჩესტერ იუნაიტედში" კომენტარს არ აკეთებენ და ამ თემას ერიდებიან. სტეფანოვიჩს კი მიაჩნია, რომ ბასტიანმა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციას უნდა მიმართოს და
მისი უფლებების დაცვა მოითხოვოს.

"შვაინშტაიგერს აშკარად ავიწროებენ. მოურინიო ყველას ძალიან ცუდ მაგალითს აძლევს. ამავდროულად, ეს წესების, ფიფას რეგულაციების დარღვევაა და რეაგირებას საჭიროებს" - ამბობს გაცხარებული სტეფანოვიჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კი არ გაიქცა გვარდიოლას არ უნდოდა
Bavaria-ს
09:38 06-08-2016
0
ღირსია! ყველა გერმანიის და ბავარიის გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელი იყო, მაღ შორის ჩემიც, მაგრამ რაც მან გააკეთა, ასე გემანელები არ იქცევიან, გუნდის სული და გული იყო, ყველა ხელის გულზე ატარებდა და ფულის გამო ხამივით გაიქცა მანჩესტერში.
bavaria
17:06 05-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული