მანჩესტერულმა კლუბმა ტრანსფერის გამოსყიდვის შემდეგ, 19 წლის ფეხბურთელი იჯარით ესპანურ "დეპორტივოში" სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.
მარლოს მორენო "ატლეტიკო ნასიონალის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, სადაც პროფესიულ დონეზე 2014 წლიდან თამაშობდა. კოლუმბიის ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდი ამ ზაფხულს აშშ-ში გამართული კოპა ამერიკის გათამაშების მთავარ აღმოჩენად დასახელდა.