ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გერმანელმა და ფრანგმა სპეციალისტებმა "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო აქტიურობასა და დანახარჯებს, განსაკუთრებით კი, პოლ პოგბას 100-მილიონიან ტრანსფერზე აღნიშნეს - არაეთიკურიაო.
"განსაკუთრებულის" პასუხმაც არ დააყოვნა:
"არის რაღაცები, რასაც, როცა მე ვაკეთებ, არაეთიკურია, ხოლო როცა სხვები - ნორმალურია. სინამდვილეში, არაეთიკურია სხვის ტრანსფერებზე გაუთავებელი ლაპარაკი", - განაცხადა მოურინიომ.
უფრო ადრე ვენგერმა პოგბას სატრანსფერო ფასს "სრული სიგიჟე" უწოდა, ხოლო კლოპმა თქვა, რომ შეუზღუდავადაც რომ ჰქონდეს ფული,
"ჩემი კოლეგების არაეთიკური კრიტიკა ძალიან არ მსიამოვნებს. პოგბაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის ძალიან კარგი ნახევარმცველია. ახლა 22 ფეხბურთელი გვყავს და სულ 23 გვეყოლება. სატრანსფერო "ფანჯარა" 31 აგვისტოს იხურება, მაგრამ ჩვენ გვსურს, ის რაც შეიძლება მალე დავხუროთ და 14 აგვისტოსთვის მზად ვიყოთ", - განაცხადა მოუმ.
ამასობაში, უკვე დაითვალეს სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც "მანჩესტერი" პოგბას ტრანსფერის შემდეგ პირველ წელს მიიღებს. აღმოჩნდა, რომ ამ სავარაუდო შემოსავალმა 40 მილიონი ფუნტი შეადგინა.
* * *
გრძელდება აურზაური ბასტიან შვაინშტაიგერის გარშემოც, რომელსაც ჟოზე სარეზერვო გუნდთან ერთად ავარჯიშებს. გერმანელს ბევრი დამცველი გამოუჩნდა - ძმიდან დაწყებული, უცნობი ადამიანებით დამთავრებული. თუმცა პორტუგალიელი, ჯერჯერობით, აზრის შეცვლას არ აპირებს და ამბობს, რომ მისი გადასაწყვეტია, ვის როდის ათამაშებს და როგორ ავარჯიშებს.
"მე მიწევს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. ეს ყველა გუნდში ხდება და ესა თუ ის გადაწყვეტილება ყველას მოსაწონი ვერ იქნება", - დაამატა მოურინიომ.
სხვათა შორის, პორტუგალიელმა იმაზეც ილაპარაკა, რომ "მანჩესტერი" მთლიანად უნდა გადააწყოს, რადგან მის წინამორბედ ლუი ვან გაალს რადიკალურად განსხვავებული იდეები და ხედვები ჰქონდა.
ამიტომ უფრო ადვილი იქნებოდა, მაგალითად, 20 ფეხბურთელი თავად შემერჩია და ყველაფერი ნულიდან დამეწყოო, - დასძენს ჟოზე.
თურქული "გალათასარაი" კი ამ არეულობით ხელის მოთბობას აპირებს და "წითელ ეშმაკებს" ორ ვეტერან ფეხბურთელში - შვაინშტაიგერსა და ანტონიო ვალენსიაში 4,25 მილიონ ფუნტს სთავაზობს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"