ხოსეპ გვარდიოლას ტერ შტეგენის გადაბირება სურს

AutoSharing Option
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხოსეპ გვარდიოლა გერმანელი მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დამატებას აპირებს.

პეპს სურს, რომ 29 წლის ჯო ჰარტს რეალური კონკურენტი ჰყავდეს. პრობლემა ისაა, რომ კატალონიელები 24 წლის გერმანელს 67 მილიონ ფუნტად აფასებენ, "სიტის" კი უკვე ისედაც ძალიან ბევრი აქვს დახარჯული. ტერ შტეგენს სხვა მსურველებიც ჰყავს, მაგრამ ფასიდანაც ჩანს, რომ "ბარსელონა" მას იოლად არ შეელევა.

"სიტის" რაც შეეხება, გუნდმა ერთკვირიან მონაკვეთში სამი ახალგაზრდა ტალანტი დაიმატა. ლეროი სანესა და გაბრიელ ჟესუშის შემდეგ "ქალაქელებმა" 19 წლის კოლუმბიელის, მარლოს მორენოს ტრანსფერიც გააოფიციალურეს.

მანჩესტერელებმა
"ატლეტიკო ნასიონალს" 4,75 მილიონი ფუნტი გადაუხადეს, მორენო კი სეზონს იჯარით ლა კორუნიას "დეპორტივოში" გაატარებს.

"პეპ გვარდიოლა ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მას მოსწონს ახალგაზრდა მოთამაშეები და მათთან მუშაობაც კარგად ეხერხება. ის მოთამაშეებს, როგორც ტაქტიკურად, ასევე ტექნიკურად, ზრდასა და განვითარებაში ეხმარება. მასთან მუშაობა და ამ ბრწყინვალე გუნდში ყოფნა ძალიან სასიამოვნო იქნება", - კმაყოფილია მორენო.

"ქალაქელებმა" უილფრიდ ბონის გაშვებაც გადაწყვიტეს. კოტდივუარელის მსურველებმა 13 მილიონი ფუნტი უნდა გადაიხადონ. შეგახსენებთ, რომ 18 თვის წინ ბონი "სიტიმ" 25 მილიონ ფუნტად იყიდა "სუონსისგან".

დაბოლოს, კიდევ ერთ კოტდივუარელზე ვთქვათ, თანაც "სიტისთვის" ბევრად მნიშვნელოვან ფიგურაზე - თუ იაია ტურეს აგენტს ვენდობით, მისი კლიენტი ამ ზაფხულს "ეტიჰადს" აღარ დატოვებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული