მოვიდა დაბრუნების დრო - "მანჩესტერ იუნაიტედმა" პოლ პოგბას ტრანსფერი დაადასტურა

AutoSharing Option
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი პოლ პოგბა კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს.

აღნიშნული ინფორმაცია "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

ფრანგმა ნახევარმცველმა ინგლისურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. რამდენს გადაიხდიან ინგლისელები მის სანაცვლოდ, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედს" 110 მილიონი ევრო დაუჯდა და ამ თანხას ისინი 3 წლის განმავლობაში დაფარავენ.

ტრანსფერზე კომენტარი თავად პოგბამაც გააკეთა: "ბედნიერი ვარ აქ დაბრუნებით. ამ გუნდს ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა და მოთმენლად ველი ჟოზე მოურინიოსთან მუშაობას.

"იუვენტუსში"
გატარებული დრო ძალიან მიყვარს... მაგრამ ვფიქრობ, მოვიდა "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების დრო. ამ კლუბში ყველაფრის მიღწევა შემიძლია, რაზეც ვოცნებობ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული