კლუბსა და იტალიელ სპეციალისტს შორის ხელშეკრულება 2020 წლამდე გახანგრძლივდა.
"კლუბის ხელმძღვანელთა შეხედულებების გაცნობისთანავე მივხვდი, რომ ამ პროექტის ნაწილად ყოფნა დიდი ხნით მსურდა. "ლესტერში", დაწყებული კლუბის მფლობელებითა და მწვრთნელებით და დამთავრებული მოთამაშეებითა და ქომაგით, განსაკუთრებული ენერგიაა გამეფებული. მოხარული და ამაყი ვარ, რომ აქ დიდი ხნით დავრჩები.
შარშან გუნდურმა ერთსულოვნებამ და მუხლჩაუხრელმა შრომამ ფანტასტიკურ შედეგებამდე მიგვიყვანა. თუკი ასევე გავაგრძელებთ, ეჭვი არ მეპარება, მომავალშიც შევძლებთ წარმატების მიღწევას", -
64 წლის რანიერიმ "ლესტერი" 2015 წელს ჩაიბარა და გუნდთან ერთად ინგლისის პრემიერლიგაში სენსაციური გამარჯვება იზეიმა. ის პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად, ინგლისის წლის მწვრთნელად (LMA-ს ვერსიით) აღიარეს. ამასთან, რანიერიმ ენცო ბეარზოტის ჯილდო და მესამე ხარისხის ორდენი "იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის" მიიღო.