პრემიერლიგა. II ტური: ზლატანის დუბლი და პოგბას დაბრუნება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 აგვისტოს, ინგლისის პრემიელიგის მეორე ტური "ოლდ ტრეფორდზე" გამართული მატჩით გაიხსნა, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" "საუტჰემპტონს" ანგარიშით 2:0 მოუგო.

შეხვედრის ორივე გოლი მანჩესტერელთა შვედი ფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზეა. იბრამ პირველი გოლი 36-ე წუთზე, უეინ რუნის გადაცემის შემდეგ თავური დარტყმით გახსნა. მეორედ შვედმა სტუმართა კარი 11-მეტრიანით აიღო.

აღსანიშნავია, რომ დაბრუნების შემდეგ, მანკუნიანელთა რიგებში თავისი პირველი მატჩი ჩაატარა პოლ პოგბამ, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. "ოლდ ტრეფორდზე" პირველად ითამაშა ჰენრიხ მხითარიანმაც, რომელიც მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა.

ამ გამარჯვებით "მანჩესტერ იუნაიტედმა" 6 ქულა დააგროვა და დროებით
სატურნირო ცხრილის სათავეში ერთპიროვნულად მოექცა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა საკვირველია მხოლოდ დროებით
ათინათი
11:37 25-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული