ხოსეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად 4:1 დაამარცხა "სტოკ სიტი". პირველ ტაიმში სერხიო აგუერომ შეასრულა დუბლი, მეორეში კი ახალწვეულმა ნოლიტომ. მათ გოლებს შორის კი იყო ბოიან კრკიჩის პენალტი.
მარკ ჰიუზი (სტოკი): "მატჩის განმავლობაში კარგად ვთამაშობდით. დღეს და ხვალ ალბათ, ორივე პენალტის ეპიზოდს ბევრჯერ გაიხსენებენ. მეორე გოლმა, რომელიც მცველების შეცდომის გამო გავუშვით, ძალიან დაგვწყვიტა გული".
ხოსეპ გვარდიოლა (სიტი): "ძალიან გამიმართლა, რადგან ასეთი მაღალი კლასის ფეხბურთელები მყავს. ისინი ბოლომდე იბრძვიან. ჩემი აზრით,
ანტონიო კონტეს "ჩელსიმ" ბოლო წუთებზე შემოუტრიალა თამაში ვალტერ მაძარის "უოტფორდს" - 2:1. სტუმრები აგებდნენ, როცა შეცვლაზე შესულმა მიში ბატშუაიმ აზარის დარტყმულს დაამატა. "ჩელსის" სამი ქულა დიეგო კოშტამ მოუტანა, რომელმაც მეკარეს დუელი მოუგო.
ანტონიო კონტე (ჩელსი): "შესანიშნავ განწყობაზე ვარ, რადგან ბიჭები საქმეს სწორად უდგებიან. თამაში არ იყო იოლი, ჩვენ ხომ ვაგებდით. "ჩელსიმ" მეორე ტაიმში ინტენსიურად შეუტია და ამან შედეგი გამოიღო. ძალიან კმაყოფილი ვარ შეცვლაზე შესული ფეხბურთელებით. ისევ ბოლოსკენ ვიმარჯვეთ, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია".
"ტოტენჰემმა" შინ ვიქტორ ვანიამას თავურის წყალობით მოუგო "კრისტალ პალასს" - 1:0. "ბარნლიმ" სენსაციურად დაამარცხა "ლივერპული" - 2:0.
"ევერტონს" სტუმრად გარეთ ბერის დარტყმამ მოუტანა გამარჯვება "ვესტ ბრომვიჩზე".
ინგლისის ჩემპიონმა "ლესტერმა" "არსენალს" უმასპინძლა, ამ შეხვედრაში გოლები არ გასულა. ეს ორივე გუნდისთვის პირველი ქულებია ახალ სეზონში.
შაბათი. 20 აგვისტო
სტოკი-სიტი 1:4
გოლები: 0:1 აგუერო (27-პენ), 0:2 აგუერო (36), 1:2 კრკიჩი (49-პენ), 1:3 ნოლიტო (86), 1:4 ნოლიტო (90)
ბარნლი-ლივერპული 2:0
გოლები: 1:0 ვოუკსი (2), 2:0 გრეი (37)
სუონსი-ჰალი 0:2
გოლები: 0:1 მელონი (79), 0:2 ა. ერნანდესი (90)
ტოტენჰემი-კრ. პალასი 1:0
გოლი: 1:0 ვანიამა (83)
უოტფორდი-ჩელსი 1:2
გოლები: 1:0 კაპუ (55), 1:1 ბატშუაი (80), 1:2 დ. კოშტა (87)
ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი 1:2
გოლები: 1:0 მაკოლი (9), 1:1 მირალასი (45), 1:2 ბერი (60)
ლესტერი-არსენალი 0:0
პარასკევი. 19 აგვსიტო
მანჩესტერი-საუთჰემპტონი 2:0
კვირა. 21 აგვისტო
სანდერლენდი-მიდლსბრო 16:30
ვესტ ჰემი-ბორნმუთი 19:00