პეპი კარში ისევ კაბალიეროს ათამაშებს, თუმცა ამის მერე უკვე გუნდში კლაუდიო ბრავოს ერა დაიწყება, რაც ავტომატურად ჯო ჰარტის ხანის დასრულებას ნიშნავს. სტუმრებს არ ეყოლებათ ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი დიმიტრი პაიე.
თუმცა ეს ერთადერთი დანაკარგი სულაც არ არის, ანდრე აიუ, სოფიან ფეგული, ენდი კეროლი და სხვები ასევე დაშავებულები არიან, რაც ბილიჩის ამოცანას
გვარდიოლას გუნდში სუპერფორმაშია კუნ აგუერო, რომელმაც 6 გოლი გაიტანა ბოლო სამ თამაშში.
ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედი" "ჰალს" სტუმრობს, ორივე გუნდი უდანაკარგოდ მიდის, რაც "მანჩესტერის" შემთხვევაში ლოგიკურია, მაგრამ საოცარია "ჰალის" შემთხვევაში, რომელსაც მთავარი მწვრთნელიც კი არ ჰყავს.
პრემიერლიგა. III ტური
შაბათი. 27 აგვისტო
ტოტენჰემი-ლივერპული 15:30
ჩელსი-ბარნლი 18:00
კრ. პალასი-ბორნმუთი 18:00
ევერტონი-სტოკი 18:00
ლესტერი-სუონსი 18:00
საუთჰემპტონი-სანდერლენდი 18:00
უოტფორდი-არსენალი 18:00
ჰალი-მანჩესტერი 20:30
კვირა. 28 აგვისტო
ვესტ ბრომვიჩი-მიდლსბრო 16:30
სიტი-ვესტ ჰემი 19:00
ბომბარდირები: 3 - სერხიო აგუერო (სიტი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი); 2 - ეტიენ კაპუ (უოტფორდი), დიეგო კოშტა (ჩელსი), ფილიპე კოუტინიო (ლივერპული), ნოლიტო (სიტი), კრისტიან სტუანი (მიდლსბრო).
დისკვალიფიკაცია: არტერი (ბორნმუთი), მ. დემბელე (ტოტენჰემი), უოტსონი (უოტფორდი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"