დიახ, ჰარტი!.. ინგლისის ნაკრების მეკარე "ტორინოს" სამიზნეა

AutoSharing Option
კვირას "ტორინომ", სერია A-ს მეორე ტურში, ფრიად შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა - სინიშა მიხაილოვიჩის ბიჭებმა ტურინის "ოლიმპიკოზე" შავი დღე აყარეს "ბოლონიას" - 5:1.

თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ერთი კვირით ადრე, ჩემპიონატის სტარტზე, "გრანატამ" ბოლო წამს დაკარგა მილანიდან ქულის წამოღების შანსი ("როსონერის" მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ 11-მეტრიანი მოიგერია), უნდა ჩავთვალოთ, რომ გუნდი ამბიციურია და სერია A-ს საშუალო გუნდის სტატუსი აღარ დააკმაყოფილებს - სადღაც უფრო ზემოთ, ევროზონას დაუმიზნებს.

ასეთ დროს იტყვიან ხოლმე - მადა ჭამაში მოდისო და, აგერ, ჯო ჰარტის აგენტი ჯონათან ბარნეტი ამტკიცებს,
რომ მისი კლიენტის ტურინული ტრანსფერი სრულიად შესაძლებელია. ახლა აღარ დავწვრილმანდებით იმაზე, თუ რა ხდება ინგლისის ნაკრების მეკარის თავს. 29 წლის ჰარტი, ცხადია, პირველი ნომრის იქით სხვა სტატუსს ვერ შეეგუება. ეს მის სანაკრებო კარიერასაც დაანგრევს.

როგორც ამბობენ, "მანჩესტერ სიტიმ" წინადადება უკვე მიიღო და ტრანსფერიც დღე-დღეზე განხორციელდება. თუმცა არის გარკვეული პრობლემებიც. ჯერ ერთი, რომ ჰარტს სხვა მთხოვნელებიც ჰყავს და მეორეც - ხელფასი. ინგლისელი "სიტიში" წლიურად 4 მილიონ ევროს იღებდა და ნათელია, რომ "ტორინოს" ამდენის თავი არ აქვს. თუმცა აგენტი დარწმუნებულია, რომ ეს საკითხიც მოგვარებადია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული