ჯო ჰარტი სეზონის ბოლომდე "ტორინოს" ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
"ტორინომ" ოფიციალურად გამოაცხადა "მანჩესტერ სიტის" მეკარე ჯო ჰარტის იჯარით აყვანის შესახებ. შეთანხმება მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ინგლისურმა კლუბმა "ბარსელონასგან" კლაუდიო ბრავო შეიძინა, რომელიც, დიდი ალბათობით, გუნდის ძირითადი მეკარე იქნება. ამავდროულად, "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ღიად განაცხადა, რომ მზად იყო, ჰარტი სხვა კლუბში გაეშვა და ამ უკანასკნელმაც დროებით დატოვა ინგლისის ნაკრების შეკრება და აგენტთან ერთად კერძო თვითმფრინავით იტალიაში გაემგზავრა.

29 წლის მეკარემ ტურინში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტიც გააფორმა. ინგლისური მედიის ინფორმაციით, ტურინელები მეკარეს ხელფასის (დაახლოებით
კვირაში 158 ათასი ევრო) 40%-ს გადაუხდიან, 60%-ის გადახდა კი (დაახლოებით 93 ათასი) "სიტის" მოუწევს.

გასულ სეზონში ჯომ "სიტის" მაისურით 47 მატჩი ჩაატარა და 48 გოლი გაუშვა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არითმეტიკაში ბრავო :)
ლევანი
16:45 31-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული