ბასტიან შვაინშტაიგერის უპერსპექტივო ოცნება

AutoSharing Option
ბასტიან შვაინშტაიგერისთვის "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფნა სულ უფრო უაზრობა ხდება. გუშინ გაირკვა, რომ ჟოზე მოურინიომ ის ევროპალიგის განაცხადს მიღმა დატოვა. არადა, ეს ის ტურნირია, რომელსაც ინგლისური კლუბები, ტრადიციულად, ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ.

აქედან გამომდინარე, არალოგიკურია, რომ ჟოზე 32 წლის შვაინშტაიგერს პრემიერლიგის ბატალიებისთვის უფრთხილდებოდეს. მას ის, უბრალოდ, არ სჭირდება და ეს ბოლო ამბავიც ამის ნათელი დადასტურებაა.

"ძალიან ძნელი იქნება მისთვის გუნდში ადგილის გამონახვა", - თქვა ამას წინათ მოურინიომ. შვაინი კი ჯიუტად იმეორებს - ჩემი ოცნებაა, "ოლდ ტრაფორდზე" კვალი დავტოვოო...

ნათელია, რომ ეს უპერსპექტივო
ოცნებაა, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობა გაგაცნოთ, 15 სექტემბრიდან "ფენერბაჰჩეს", "ზორიასა" და "ფეიენოორდის" წინააღმდეგ რომ მოუწევს ბრძოლა:

მეკარეები - დე ხეა, რომერო, ჯონსტონი;
მცველები - ბაილი, ჯოუნსი, როხო, სმოლინგი, შოუ, ფოსუ-მენსა, ვალენსია, დარმიანი, ტუანზებე;
ნახევარმცველები - პოგბა, მატა, ლინგარდი, ქერიკი, ბლინდი, იანგი, ერერა, მხითარიანი, ფელაინი, შნეიდერლინი, დეპაი;
თავდამსხმელები - იბრაჰიმოვიჩი, რუნი, მარსიალი, რაშფორდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბასტიან ომ ბედნიერი იყო, იჯდე და ივანოვიჩს უყურებდე, მერე ფეხები აგტკივდეს უთამაშებლობისგან და წამლად ბავარიული ლუდი გამოგიწერონ ^^
ათინათი
12:37 06-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული