რეიტინგს სათავეში "მანჩესტერ სიტის" ესპანელი თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა უდგას. გამოცემის ინფორმაციით, გვარდიოლა "სიტიში" წელიწადში 15,3 მილიონ ფუნტ სტერლინგს იღებს.
მეორე ადგილზე მიუნხენის "ბაიერნის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტია. იტალიელის ხელფასი წელიწადში 12,6 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. მესამეზე კი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა - 12,3 მილიონი ფუნტი სტერლინგი.
ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ხოსეპ გვარდიოლა ("მანჩესტერ სიტი") - 15,3 მლნ;
2. კარლო ანჩელოტი ("ბაიერნი") - 12,6 მლნ;
3.
4. არსენ ვენგერი ("არსენალი") - 8,9 მლნ;
5. ლუის ენრიკე ("ბარსელონა") - 7,2 მლნ;
6. იურგენ კლოპი ("ლივერპული") - 7 მლნ;
7. ანტონიო კონტე ("ჩელსი") - 6,6 მლნ;
8. რონალდ კუმანი ("ევერტონი") - 6 მლნ;
9. დიეგო სიმეონე ("ატლეტიკო") - 5,1 მლნ;
10. ზინედინ ზიდანი ("რეალი") - 4,6 მლნ.