"სიტიმ" ტრანსფერებში 213 მლნ ევრო დახარჯა. ყველაზე ძვირად ღირებულ შენაძენებად ჯონ სთოუნზი (55,5 მლნ), ლეროი სანე (50 მლნ), გაბრიელ ჟესუსი (32 მლნ), ილქაი გიუნდოგანი (27 მლნ), კლაუდიო ბრავო და ნოლიტო (18-18 მლნ) იქცნენ.
ფრანგულმა გუნდებმა მთლიანობაში ტრანსფერებს 191 მლნ ევრო მოახმარეს, საიდანაც 75,6 მლნ ევრო პსჟ-ს ეკუთვნის. მეორე ხარჯის კუთხით "მონაკოა", რომელმაც ფეხბურთელთა შესაძენად 42 მლნ ევრო დახარჯა.