"მანჩესტერ იუნაიტედი" მარკუს რეშფორდს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

AutoSharing Option
Daily Mail-ის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში "მანჩესტერ იუნაიტედი" 18 წლის ფორვარდ მარკუს რეშფორდს კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებს.

2016 წლის მაისში რეშფორდმა "იუნაიტედთან" კონტრაქტი 2020-წლამდე გაახანგრძლივა, ხელფასის სახით კი წლიურად 1 მლნ ფუნტს იღებს. თუმცა წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობ უფრთხის იმ სიტუაციის განმეორებას, რომელიც პოლ პოგბასთან დაკავშირებით შეემთხვა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს პოგბამ "იუნაიტედი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, წელს კი "იუვენტუსიდან" 79 მლნ ევროდ იქნა შეძენილი.

მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 2 მატჩში რეშფორდის ანგარიშზე 1 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული