ჰარი კეინის ტრავმა - "ტოტენჰემის" გასაჭირი

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემს" გარკვეული პერიოდით ჰარი კეინი დააკლდება. ეს ინფორმაცია "დეზების" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ დაადასტურა, მაგრამ არგენტინელს არ უთქვამს და რამდენი ხნით იუქმებს 23 წლის ფორვარდი.

კეინმა "სანდერლენდთან" შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა პაპი ჯილობოჯის შეცდომის მერე და მოგვიანებით, იმავე ჯილობოჯისთან ორთაბრძოლისას დაშავდა. ჰარი ბოლო ორი სეზონია, კლუბის საუკეთესო ბომბარდირია და წინა სეზონში 25 ბურთით პრემიერლიგის ბომბარდირიც გახდა.

შაბათს "ტოტენჰემი" "რივერსაიდზე" "მიდლსბროს" სტუმრობს და კეინი ამ მატჩში ნამდვილად ვერ იქნება, მეტიც, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მას შესაძლოა, ორი თვეც კი გაუცდეს. ამ
დაზიანებამდე მას ზედიზედ 71 პრემიერლიგური შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული ძირითად შემადგენლობაში.

"ჰარის მდგომარეობას ყოველდღიურად შევამწომებთ და დავაკვირდებით. მეტს ახლა ვერაფერს გეტყვით" - აღნიშნა პოჩეტინომ.

"სანდერლენდთან" მატჩშივე დაშავდნენ ერიკ დაიერი და მუსა დემბელეც, მაგრამ პოჩეტინოს თქმით, მათი ტრავმები სერიოზული არ ჩანს და წესით, შაბათისთვის მწყობრში იქნებიან. კეინის არყოფნა კი დიდი ალბათობით, იმას ნიშნავს, რომ ძირითადში ვიხილავთ გუნდის ახალწვეულ იანსენს. ეს ჰოლანდიელი თავდამსხმელისთვის შანსია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული