"თუ გვარდიოლას ომი სურს, ის მას მიიღებს. პეპს ჩემი ნათქვამი არ მოეწონა? აბა რას ელოდა ჩემგან, როცა იაიას ასე ექცევა?
ტურე არის ფეხბურთელი, რომელიც "მანჩესტერ სიტის" ისტორიას ქმნიდა. მან ორჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და ორჯერ ლიგის თასი. დაეხმარა გუნდს პირველად გასულიყო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.
მე გამოვთქვი აზრი, რადგან ვგრძნობდი, რომ გვარდიოლა უალამაზოდ ექცევა იაიას. პეპისთვის სამწუხაროდ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც სიტყვის თავისუფლება არსებობს.
მან
"სიტიში" დანიშვნის შემდეგ პირველი, რაც პეპმა გააკეთა იყო ორ უმნიშვნელოვანესს ფეხბურთელთან ჰარტთან და ტურესთან ომის გაჩაღება. ჰარტი ინგლისის ნაკრების მეკარეა, ტურე აფრიკის წლის ფეხბურთელი ოთხჯერ გახდა.
ორივე მათგანი გასახდელში ავტორიტეტით სარგებლობს, მაგრამ გვარდიოლას ეს არ მოსწონს. როცა ვინმესთან სახლში მიდიხარ, მათ პატივი უნდა სცე. არ შეიძლება სტუმრად მიხვიდე და მასპინძლებს წასვლა სთხოვო.
იგივე იყო "ბარსელონაშიც". მან აიძულა სამუელ ეტო'ოს წასულიყო. ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც 57 მილიონ ევროდ იყიდეს 18 მილიონად გაყიდეს. ეს ყველაფერი გვარდიოლაზეა.
მოვუხდი თუ არა ბოდიშს გვარდიოლას? არასდროს თქვა არასდროს. მაგრამ მოუხდის თუ არა ბოდიშს გვარდიოლა ტურეს? ან ჰარტს და მანუელ პელეგრინის? ნახეთ როგორ მოექცა ის პელეგრინის - მისი ადგილი დაიკავა, როდესაც გუნდი ტიტულებისთვის იბრძოდა.
პეპი წარმატებული იყო "ბარსელონასა" და "ბაიერნში", მაგრამ ვინ იდგა ამ წარმატების უკან? "ბარსელონა", რომელსაც პეპი სათავეში ჩაუდგა, ფრანკ რაიკარდმა ააშენა. გარდა ამისა მას ლიონელ მესისთან დაკავშირებითაც გაუმართლა. მესიმ შექმნა ეს "ბარსელონა" და არა გვარდიოლამ. ლუის ენრიკემ დაამტკიცა, რომ "ბარსელონას" წარმატება გვარდიოლას დამსახურება არ იყო.
იგივეა "ბაიერნთანაც", რომელმაც მანამდე ტრებლი შეასრულა. "ბაიერნს" შესანიშნავი გუნდი ჰყავდა. ის მანდ ვერ ჩავარდებოდა, ბაბუაჩემიც კი მოიგებდა ჩემპიონატს "ბაიერნთან" ერთდ.
როცა გვარდიოლა "ბაიერნიდან" წავიდა, ბევრს ეს გაუხარდა. ის არ იყო იქ პოპულარული. თუ მას სურს, რომ თავი წარმოაჩინოს, როგორც მწვრთნელმა, მაშინ წავიდეს "სარაგოსაში" ან "სანდერლენდში". ვნახოთ როგორი კარგი იქნება ის მაშინ, როცა ბრწყინვალე შემადგენლობა არ ჰყავს და ნახევარი მილიარდის დახარჯვის საშუალება არ აქვს.
იაია პროფესიონალია და ის ყველაფერს გააკეთებს, რასაც მისგან ითხოვენ. ის კლუბს სეზონის ბოლოს აწეული თავით დატოვებს. თუ "სიტის" სურს, რომ ფული უხადოს და მოედანზე არ გაიყვანოს, ეს მათი ნებაა.
მაგრამ როცა ტურეს კონტრაქტის ვადა ამოიწურება, ის სიმართლეს იტყვის და "სიტის" ფანებს ეს არ მოეწონება", - თქვა სელიუკმა.
მომზადებულია Daily Mirror-ის მიხედვით