პრემიერლიგა. VI ტური: "არსენალმა" "ჩელსი" გაანადგურა, პოგბამ სადებიუტო გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
24 სექტემბერს ინგლისის პრემიერლიგის მე-6 ტურის რვა შეხვედრა გაიმართა.

ტურის ცენტრალური მატჩი ლონდონში "ემირეითზე" "არსენალსა" და "ჩელსის" შორის შედგა, სადაც არსენ ვენგერის შეგირდებმა ანტონიო კონტეს "ჩელსი" ანგარიშით 3:0 გაანადგურეს. ანგარიში მე-11 წუთზე ალექსის სანჩესმა გახსნა, რომელიც გარი კეჰილის უხეში შეცდომის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და ტიბო კურტუას კარის აღება აღარ გასჭირვებია. "ჩელსიმ" გონს მოსვლა ვერ მოასწრო, როცა 3 წუთში ბრწყინვალედ გათამაშებული კომბინაციის ხარჯზე "არსენალმა" მეორეც გაიტანა - თავი ტეო ვოლკოტმა გამოიჩინა. ტაიმის მიწურულს, მე-40 წუთზე ალექსის სანჩესის გადაცემის შემდეგ თავისი
გოლი მესუთ იოზილმაც გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


პრემიერლიგაში ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ იმარჯვა "მანჩესტერ იუნაიტედმაც", რომელმაც "ოლდ ტრაფორდზე" მოქმედ ჩემპიონ "ლესტერს" უმასპინძლა და ანგარიშით 4:1 დაამარცხა. მასპინძლები 22-ე წუთზე თავური დარტყმით კრის სმოლინგმა დააწინაურა. 37-ე და მე-40 წუთებზე სტუმრებს ხუან მატამ და მარკუს რეშფორდმა გაუტანმეს, 42-ე წუთზე კი პოლ პოგბამ თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში 1 გოლი გავიდა - მე-60 წუთზე დემარაი გრეიმ ულამაზესი დარტყმით ერთი გოლი გაქვითა. მეტი "ლესტერმა" ვეღარ შეძლო...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო იურგენ კლოპის "ლივერპულმა". მერსესაიდელთა მეტოქე "ჰალ სიტი" იყო. "ენფილდზე" მასპინძლები მე-17 წუთზე ადამ ლალანამ დააწინაურა. 10 წუთში სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, მსაჯმა კი მოედნიდან აჰმედ ელ მოჰამადი გააძევა და "ჰალი" 10 კაცით დარჩა. პენალტი ჯეიმს მილნერმა გაიტანა, 36-ე წუთზე კი სადიო მანეს ჯერის დადგა. მეორე ტაიმში 10-კაციანმა "ჰალმა" ერთი გოლის გაქვითვა შეძლო - 51-ე წუთზე "ლივერპულს" დევიდ მეილერმა გაუტანა, მაგრამ 1 წუთში ფილიპე კოუტინიომ ულამაზესი შორეული დარტყმით "ჰალის" კარი მეოთხედ აიღო. საბოლოო ანგარიში ჯეიმს მილნერმა დააფიქსირა - 70-ე წუთზე საჯარიმოში დანიელ სტარიჯის წაქცევისთვის კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, რომელიც მილნერმა კვლავ ზუსტად შეასრულა - 5:1.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ქულებს ისევ არ კარგავს ხოსეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი". "სიტი" "სუონსის" ესტუმრა და ანგარიშით 3:1 სძლია. დუბლი გაიფორმა გუნდის არგენტინელმა შემტევმა სერხიო აგუერომ, ერთი გოლი რაჰიმ სტერლინგის ანგარიშზეა, მასპინძელთაგან კი თავი ესპანელმა ფერნანდო ლორენტემ გამოიჩინა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ევერტონი" "ბორნმუთთან 0:1 დამარცხდა, "ტოტენჰემმა" "მიდლსბროს" სტუმრად ანგარიშით 2:1 სძლია, "კრისტალ პალასმა" კი უხვგოლიან შეხვედრაში  "სანდერლენდს" მოუგო - 3:2. ერთადერთი ფრე გუშინ "სტოკისა" და "ვესტ ბრომვიჩის" მატჩში დაფიქსირდა - 1:1.

18 ქულით სატურნირო ცხრილს "მანჩესტერ სიტი" ლიდერობს, "ტოტენჰემი" 14 ქულით მეორეა, "არსენალს", "ლივერპულს" და "ევერტონს" კი 13-13 ქულა აქვთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული