როგორც The Mirror-ი იუწყება, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი გარეთ საუთგეიტი კაპიტნის შეცვლას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო მატჩებში რუნის სათამაშო პრაქტიკა აკლია.
საუთგეიტმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ პირადად ფეხბურთელს უკვე აცნობა და უთხრა, რომ უახლოეს სანაკრებო მატჩებში მასზე, როგორც გუნდის ლიდერზე, დიდ იმედებს ამყარებს.