რობერტო დი მატეო ჩემპიონშიპის კლუბიდან გაათავისუფლეს

AutoSharing Option
"ასტონ ვილამ" გუნდის მთავარი მწვრთნელის, რობერტო დი მატეოს გათავისუფლების შესახებ გამოაცხადა.

"დაუკმაყოფილებელი შედეგებიდან გამომდინარე, რომელმაც გუნდი ჩემპიონშიპში მე-19 ადგილამდე მიიყვანა, კლუბმა გადაწყვიტა ცვლილებების მიღება. სტივ კლარკი მთავარი მწვრთნელის მოვალეობას შეასრულებს, სანამ კლუბი ახალ მთავარ მწვრთნელს არ დანიშნავს", - ნათქვამია "ასტონ ვილას" განცხადებაში.

პირველ ოქტომბერს "ასტონ ვილამ" შინ "პრესტონთან" ანგარიშით 0:2 წააგო და სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზე გადაინაცვლა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული