მატარებელი, რომელშიც მგზავრთა უმრავლესობა "არსენალის" ფანი იყო, პიტერბოროს მახლობლად, გზის ერთ მონაკვეთზე ნახირს შეეჯახა.
ინციდენტმა მატარებლის გაჩერება და მგზავრებში პანიკა გამოიწვია. შემთხვევის შედეგად 11 ძროხა მოკვდა.
"ვბრუნდებით ლონდონში. პირველი მატჩი, რომელსაც ბოლო 15 წლის განმავლობაში გამოვტოვებ. და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ მატარებელი ძროხას შეეჯახა", - დაწერა სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ფანმა.
ლონდონის "არსენალმა" "ბარნლი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.