HITC: მიქაუტაძე პრემიერლიგის ვიცე-ჩემპიონს სჭირდება - საქართველოს ნაკრებს ოქროს თაობა ჰყავს?

AutoSharing Option
ინგლისური HITC იტყობინება, რომ "მეცის" თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის სამსახურით პრემიერლიგის მეორეადგილოსანი "არსენალი" დაინტერესდა და ასეთი შემტევი უთუოდ სჭირდება. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს შეიძლება ოქროს თაობა ჰყავს და გულშემატკივრებს მღელვარების და მოლოდინის დროება დაუდგათ - მსოფლიოს რეიტინგში 77-ე ადგილზე მყოფ გუნდში ევროპული ფეხბურთის სეზონის აღმოჩენა ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, აგრეთვე "ვალენსიას" კარგი მეკარე გიორგი მამარდაშვილი და კიდევ - "მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე:

"ნუ მოაცილებთ თვალს მიქაუტაძეს, რომელიც ლიგა 2-ში "ოქროს ბუცის" მფლობელი და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ "მეცი"
ლიგა 1-ში გადავა, ის დიდი ალბათობით დატოვებს გუნდს.

ცოტა ხნის წინ გიორგის შეძენის სურვილი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტმა "მილანმა" გამოთქვა, მაგრამ შეთავაზებული თანხა ფრანგული კლუბის მოთხოვნას არ შეესაბამებოდა. Le10 Sport-ის ცნობით, "ვულვერჰემტონი" და მიქაუტაძით დიდი ხნის წინ დაინტერესებული "ბარნლი" კი მზად არიან ეს თანხა, 17 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. "ბარნლის" მწვრთნელს ვენსან კომპანის გასული წლის ზაფხულშიც სურდა საფრანგეთში დაბადებული ფეხბურთელის გადაბირება, ახლა მის კლუბს ტრანსფერის განსახორციელებელად ფინანსური შესაძლებლობა აქვს, თუმცა საქმეში "არსენალი" ჩაერთო.

მიქაუტაძე თავს "არსენალისთვის" ხელმისაწვდომ მოთამაშედ მიიჩნევს. მიუხედავად ამ გუნდის ძლიერი მხარეებისა, სათანადოდ დონის ცენტრფორვარდებით გადატვირთული ნამდვილად არაა. "რეიმსში" იჯარით გაშვებული ფლორიან ბალოგუნი შეიძლება გაყიდონ. ასე რომ, მიკელ არტეტას ამ პოზიციაზე მხოლოდ გაბრიელ ჟეზუსი და ედი ნკეტია (ორივემ ერთად გასულ სეზონში პრემიერლიგაში 15 გოლი გაიტანა) რჩება. მიქაუტაძე ჯერ მზა კადრი არაა, თუმცა გოლზე დაგეშილთაგან ერთ-ერთი იმათთაგანია, ვისაც მწვრთნელად არტეტას და ტექნიკურ დირექტორად ედუ გასპარის დანიშვნიდან მოყოლებული, კლუბში დიდ ყურადღებას აქცევენ".

მკითხველის კომენტარები / 9 /
გიორგი მზადაა მაღალ დონეზე სათამაშოდ, იბრძვის ბურთზე, საგოლე ალღო აქვს.გაიხსენეთ ნორვეგიასთან რა გოლი გამოადნო. ნებისმიერ დიდ ფორვარდს შეშურდებოდა.
ჰიუგო
18:48 14-06-2023
0
არსენალში სკამზე დასვამენ. ჟესუსს და ნკეტიას კონკურენცია , ორი კაცის ერთად ბევრია. როგორც რასპადორი ზის სკამზე ნაპოლიში, ეგრე დასვამენ არსენალში სკამზე.

კომპანის ძალიან უნდა ორი წელია და ეგ მნიშვნელოვანი ფაქტორია. წადი ჯერ ბარნლში აიმაღლე კვალიფიკაცია
წადი ბარნლში
13:04 10-06-2023
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული