"ვალენსიამ" ჩეზარე პრანდელი წარადგინა - "მიზანი ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებაა"

AutoSharing Option
ესპანურმა "ვალენსიამ" გუნდის მთავარ მწვრთნელად იტალიელი სპეციალისტი ჩეზარე პრანდელი წარადგინა.

პრანდელი პირველად წარდგა ჟურნალისტების წინაშე "ვალენსიას" თავკაცის სტატუსით.

იტალიელმა სპეციალისტმა ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2017/18 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა.

"გადავწყვიტე ვალენსიაში ჩამოსვლა, რადგან მგონია, ეს ძალიან საინტერესო პროექტია. აუცილებლად უნდა დავთანხმებულიყავი ამ წინადადებას.

განწყობა ოპტიმისტური მაქვს, რადგან ეს კარგი და ტექნიკური გუნდია, რომელსაც ბევრი შესაძლებლობა აქვს, მოუმატოს. მინდა გუნდი უკეთესი გავხადო. ეს გრძელვადიანი პროექტია.

ფანტაზიებით ვერ ვიცხოვრებთ. ფონს იმ ფეხბურთელებით უნდა გავიდეთ, რომლებიც გვყავს. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებაა.

ახლა არა
სატრანსფერო ბაზარზე, არამედ ფეხბურთელებზე ვფიქრობ. ახლავე მინდა ორგანიზებული გუნდის შექმნა", - განაცხადა იტალიელმა Football Espana-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ვალენსია" ლა ლიგაში 6 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული