ხოსეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიში" 16 დამხმარე ჰყავს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას 16 დამხმარე ჰყავს.

საუბარია არა მხოლოდ სამწვრთნელო შტაბზე, რომელიც პეპმა მოიყვანა "სიტიში", არამედ იმ ადამიანებზეც, ვინც მანამდეც "ქალაქელების" საკეთილდღეოდ მუშაობდნენ.

თითოეულ დამხმარეს კი თავისი ფუნქცია აქვს, იტყობინება Daily Mail-ი.

გვარდიოლას ასისტენტობას უწევენ: ოთხი პირადი დამხმარე, ორი ფიტნეს-მწვრთნელი, სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელი, ორი ფიზიოთერაპევტი, მასაჟისტი, ეკიპირების ორი მენეჯერი, სპორტული ანალიტიკოსი, მეკარეების მწვრთნელი და ორი სპორტული თერაპევტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული