ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის "ტოტენჰემის" მცველმა კაილ უოკერმა ევრო 2016-ზე ფიასკო გაიხსენა. ჟურნალისტმა უოკერს ჰკითხა, თუ რამ გამოიწვია ისლანდიასთან სენსაციური მარცხი, რაზეც კაილმა უპასუხა, რომ ნაკრებს არ ჰქონდა სათადარიგო გეგმა, ეგრეთ წოდებული - Plan B.

ის, რომ გუნდი სხვაგვარად თამაშისთვის მზად არ იყო, პირველ რიგში, როი ჰოჯსონის ბრალი გამოდის. მართალია, ფეხბურთელს ყოფილი მწვრთნელი არ უხსენებია, მაგრამ გამოვიდა, რომ სწორედ მის ბოსტანში ისროლა კენჭი.

"მეტოქემ კარგი, ორგანიზებული თამაში შემოგვთავაზა და ისეთ წინააღმდეგობა გაგვიწია, როგორსაც ბევრი შესაძლოა, არ ელოდა. გამოვიდა, რომ სათადარიგო
გეგმა არ გვქონდა და არ ვიცოდით, რა უნდა დაგვეპირისპირებინა ამისთვის. ახლა კი მომავალ მატჩებზე უნდა ვიფიქროთ და მომზადებულნი ვიყოთ. პანიკაში ჩავარდნა არასდროს არაა საჭირო. მოთმინებით და შემართებით უნდა მივაღწიოთ სასურველ შედეგს" - თქვა უოკერმა.

ჟურნალისტებს ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენიც გაესაუბრა. მას როი ჰოჯსონი კარგი თვალით უყურებდა, მაგრამ მერე ტრავმამაც შეუშალა ხელი და ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა.

სემ ელარდაისმა კი თავის ერთადერთ შეხვედრაში, რომელიც ინგლისის თავკაცის რანგში ჩაატარა, 23 წლის შემტევ ნახევარმცველს არ დაუძახა და, ალექსის თქმით, ეს ზურგში დანის ჩარტყმასავით იყო. სამაგიეროდ, იგი გარეთ საუთგეიტმა გამოიძახა. ბოლო სანაკრებო თამაში ფეხბურთელს 2015 წლის ოქტომბერში აქვს ჩატარებული. მაშინ ინგლისელებმა ლიტვას 3:0 მოუგეს და ოქსლეიდ-ჩემბერლენმა გოლიც გაიტანა.

"ეს გამოღვიძების სიგნალი გახლდათ. ძალიან განვიცდიდი ნაკრების მხრიდან იგნორირებას და ბედნიერი ვარ, რომ ისევ განაცხადში ვარ. ახლა ბოლომდე მწყობრში გახლავართ და ეს მნიშვნელოვანია" - განაცხადა "არსენალის" ფეხბურთელმა, რომელიც კარგ ფორმაში შედის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული